logo
ENG



ღარიბაშვილი: მოგიწოდებთ, რომ მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ თქვენს ბელად სააკაშვილზე

25 ოქტ 202117:41
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, რომელიც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება ირონიით პასუხობს. 

კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა, აიღებს თუ არა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას პრეიერმინისტრი სააკაშვილის სიკვდილის შემთხვევაში, თუმცა ღარიბაშვიილი პასუხად მედიის წარმომადგენლებს მეტი სიყვარულისკენ მოუწოდებს.

"მინდა მოგიწოდოთ ყველას, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკი. აი ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, უმსაგვსო საქციელი, როგორ შეიძლება ასე ლაპარაკი, ხალხისთვის არის ძალიან ცუდი. როგორ შეიძლება ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი?!", - ამბობს ღარიბაშვილი. 

სააკაშვილი 24-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი ადვოკატები სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში არ არის სათანადო დიაგნოსტიკური აღჭურვილობა. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, არსებობს გულის გაჩერების რისკიც, ციხის საავადმყოფოში კი სააკაშვილის უსაფრთხოება ვერ იქნება დაცული. გარდა ამისა,  ომბუდსმენის განცხადებით, ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება რეკომენდაციებს, ასევე არის უსაფრთხოების რისკებიც.

ამის საპასუხოდ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა გამორიცხულია.


close დახურვა