logo
ENG



ყურუა: პოლიციაზე სწრაფად მოახერხეს POSTV-მ და ვატო შაქარაშვილმა ბორჯომში აღმოჩენა

17 ივნ 202314:39
3 წუთის საკითხავი
 

გირჩი - მეტი თავისუფლების წევრი, ბორის ყურუა ამბობს, რომ ბორჯომში ორგანიზებული თავდასხმის დროს პოლიციელებზე ადრე ადგილზე ხელისუფლების პროპაგანდისტი POSTV და ვატო შაქარიშვილი იყვნენ. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინ, როცა ის მიდიოდა ბორჯომის ბანაკში და უცებ, ასე პარალელურად, ბორჯომის ბანაკთან რამდენიმე ათეული ორკი და კაცის ფორმაში ჩაცმული ტურა დააორგანიზეს და პოლიციაზე სწრაფად მოახერხა POSTV-მ და ვატო შაქარაშვილმა აქ, ადგილზე აღმოჩენა. ეს ადამიანები ბავშვებს ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით და ესროდნენ ქვებს, იმედი აქვთ, ალბათ, რომ ამის გამო ვიღაცები დააჯილდოებენ, თუ უკვე არ დააჯილდოვეს", - განაცხადა ყურუამ.

დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკი მიმდინარეობდა, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ - გავრცელებულ ვიდეო კადრების მიხედვით, ისინი ადგილზე მყოფებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი, მობილიზებულმა ჯგუფის წევრებმა სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. აღსანიშნავია, რომ სასტუმროში გირჩი - მეტი თავისუფლების წარმომადგენლების და ლექციისთვის შეკრებილი ახალგაზრდების გარდა, სხვა დამსვენებლებიც იმყოფებიან.

ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა ვატო შაქარიშვილმა ინციდენტის შესახებ პოსტი თავდასხმიდან მალევე დაწერა და მომხდარს პირველი, დეტალურად გამოეხმაურა. შაქარაშვილი ხელისუფლების სატელიტი ერთ-ერთი ძალადობრივი ჯგუფის ლიდერია. მისმა სწრაფმა გამოხმაურებამ და თავდასხმის ადგილზე გამოჩენამ, "გირჩელები" დაარწმუნა, რომ ადევნება თბილისიდანვე იყო დაორგანიზებული.


close დახურვა