logo

შაქარაშვილის საქმე - 11 ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

27 ივლ 202015:05
3 წუთის საკითხავი
clock 17 clock 4715

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული 11 პირი პატიმრობაში დარჩა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე უნდა ემსჯელათ. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. 

ბრალდების მხარის პოზიცია უცვლელი იყო. პროკურორმა განაცხადა, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მათთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის ძალაში დატოვება მოითხოვა.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. მოგვიანებით პროკურატურამ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 28 ივნისს 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

შეგახსენებთ, 19 ივნისს, საღამოს, კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურმა და მყვინთავებმა შეტყობინებისთანავე სამძებრო სამუშაოები დაიწყეს. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

ვრცლად გიორგი შაქარაშვილის საქმესა და გაჩენილ კითხვებზე წაიკითხეთ აქ.



close დახურვა