logo
ENG



ცერცვაძე: ქორწილი არ სცდება ყოფით მოვლენას, არჩევნები კი ქვეყნის ბედს წყვეტს

09 სექ 202022:04
3 წუთის საკითხავი
 
wg9kfyz3dk801bo.png

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქორწილი არ ცდება ყოფით მოვლენას, არჩევნები კი ქვეყნის ბედს წყვეტს. ამით მან გადაცემა "გიორგი თარგამაძის ფორმულაში" განმარტა, თუ რატომ შეიზღუდა ქორწილების და სხვა ღონისძიებების გადახდა და არა წინასაარჩევნო პოლიტიკური აქტივობები. 

"ქორწილი, რამდენადაც ქართული ტრადიციის ზეიმია, დასამახსოვრებელია, შეიძლება, მთელი სიცოცხლის განმავლობაშიც დასამახსოვრებელიც იყოს, მისი მნიშვნელობა არ სცდება რიგით, ყოფით მოვლენას. ეს მაინც ოჯახის, სამეგობრო წრის პრობლემაა. ქორწილი ყოველდღე შეიძლება, ჩატარდეს. არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და ქვეყნის ბედს წყვეტს, მითუმეტეს საქართველოში და მითუმეტეს ეს არჩევნები", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.  

საკოორდინაციო საბჭოს 9 სექტემბრის გადაწყვეტილება ქორწინების გაფორმების აკრძალვას არ გულისხმობს. როგორც "ფორმულას" ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, აკრძალვა ღონისძიების აღნიშვნის ნაწილს ეხება.

კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 კაცს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს დაბადების დღეებზე, ქელეხებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე.


close დახურვა