logo
ENG



ხოშტარია: უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს

22 დეკ 202117:25
3 წუთის საკითხავი
 
ხოშტარია: უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს
ფორმულა/ვახო ქარელი

პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პრეზიდენტს პროცესზე სწორი ხედვა აქვს. ამის შესახებ მან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს. ჩემი აზრით, მას პროცესის ხედვა აქვს ძალიან სწორი. მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე, ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეთში ჩამორთმეული ხელი", - ამბობს ხოშტარია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.

რამდენიმე დღეა სალომე ზურაბიშვილი მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. 


close დახურვა