ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი 8 490 პირია რეგისტრირებული, მათ შორის, ერთ დღეში ფაიზერით აცრის სურვილი 6 000-მა ადამიანმა გამოთქვა. ფაიზერით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია გუშინ, 18 საათზე გაიხსნა.
ბოლო 24 საათში საქართველოში 129 ადამიანი აიცრა, ჯამში 4 281 ადამიანია აცრილი.
საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა შემოვიდა. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს შეუძლიათ - მათ ვაქცინის არჩევის საშუალება აქვთ.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, ასტრაზენეკას დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველოში მალე ჩინური ვაქცინაც ხელმისაწვდომი იქნება.