logo
ENG



ჯანმომ პლაქვენილის კლინიკური კვლევები შეაჩერა

26 მაი 202010:38
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰიდროქსიქლოროქინის, იგივე პლაქვენილის კლინიკურ კვლევები შეაჩერა. პრეპარატს, რომელიც მანამდე კოვიდ-19-ის მკურნალობის პოტენციურ საშუალებად განიხილავდნენ, ახლა ექსპერტები უსაფრთხოების კუთხით სწავლობენ.  

რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ პრეპარატმა შესაძლოა ​კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს შორის გარდაცვალების რისკი გაზარდოს.  ჰიდროქსიქლოროქინი , იგივე პლაქვენილი კოვიდ-19 -ს სამკურნალოდ არაერთ ქვეყანაში გამოიყენება.

პრეპარატის პროფილაქტიკის მიზნით მიღება რამდნიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმაც აღიარა. 


close დახურვა