logo
ENG



სასამართლომ კობახიძე-ღარიბაშვილის წინააღმდეგ გრიგორიადისის ადვოკატების სარჩელი დაახარვეზა

06 ნოე 202309:09
3 წუთის საკითხავი
clock 1984

თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე მესამედ დაახარვეზა ლაზარე გრიგორიადისის სარჩელი, რომლის მიხედვითაც მისი ადვოკატები პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების თავმჯდომარისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.

საქმე ეხება ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რომელშიც მათ გრიგორიადისის "გზას აცდენილი", "სატანისტი", "ყველანაირ ორიენტაციაარეული" უწოდეს.

აქტივისტის ერთ-ერთი ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე ამბობს, რომ სასამართლომ პირველი სარჩელის დახარვეზების შემდეგ დავის საგნის უკეთ განსაზღვრა მოითხოვა, თუმცა მოსამართლის მითითების გამოსწორების შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოსგან საქმის განხილვაზე კვლავ უარი მიიღეს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაწილში გრიგორიადისი გამართლდება, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძეს მორალური ზიანის სახით სიმბოლურად, 15-15 ლარის ოდენობის გადახდა დაეკისრებათ. გრიგორიადისს ბრალად სამართალდამცველებისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა ედება. საქალაქო სასამართლოში მისი საქმის განხილვა 17 ნოემბერს მთავრდება - მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მალევე სიძულვილის კამპანია დაიწყო, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მას არაერთხელ უწოდა "ორიენტაციაარეული". 


close დახურვა