logo
ENG



ნორვეგია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 84 მილიონ ევროს გამოყოფს

13 ნოე 202314:03
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/13/ryylcu28dmzti8g.jpg

ნორვეგია უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 84 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ოსლო უკრაინელების ჰუმანიტარული დახმარებისთვის დაახლოებით 84 მილიონ ევროს გამოყოფს. თანხა ასევე მოხმარდება განათლებას, სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას, ასევე, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას", - ნათქვამია განცხადებაში.

ომის დაწყებიდან დღემდე, ნორვეგიამ უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული დახმარებისთვის 4,5 მილიარდ კრონზე მეტი გამოყო.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა