ფრაგმენტული, საარჩევნო დღის წესრიგზე მიბმული ეკონომიკური პოლიტიკა და ადგილობრივი წარმოების მოჩვენებითი მხარდაჭერა, რომელიც განსაკუთრებით ფარისევლურად იმ სუბსიდირებული მეღვინეების ფონზე გამოიყურება, რომლებიც ქართული ოცნების შემომწირველები არიან. რას აკეთებს და არ აკეთებს ადგილობრივი მწარმოებლის მხარდასაჭერად ხელისუფლება, რომლისთვისაც პოლიტიკური ლოიალობა საბიუჯეტო თანხების და სახელმწიფო პროგრამების გადანაწილების მთავარი საზომია? რისკის წინაში არიან ქართველი მწარმოებლები, რომელთა საქმიანობაზეც თასობით სამუშაო ადგილი და მცირე მეწარმეა მიბმული. რატომ ღირს ჩვენს ბაზარზე უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქტი საქართველოში წარმოებულზე უფრო იაფი? ადგილობრივი წარმოების პრობლემები, რესურსი, რომელმაც ემიგრაციაში წასასვლელად გამზადებული ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეიძლება დაასაქმოს. რა წინააღმდეგობებს აწყდება სურვილი აწარმოო საქართველოში? ამ კითხვებზე პასუხებს დროების სიუჟეტში მივიღებთ.
აწარმოებ საქართველოში ?! - დროება
19 ნოე 202321:42
3 წუთის საკითხავი
