logo
ENG



სტოლტენბერგი: თუ ომის შემდეგ უკრაინა საჭირო რეფორმებს განახორციელებს, NATO-ს წევრი გახდება

27 ნოე 202316:59
3 წუთის საკითხავი
clock 380
2023/11/27/0oxh6v3ytno8jky.jpg

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ ომის შემდეგ უკრაინა ყველა საჭირო რეფორმას განახორციელებს, ალიანსის წევრი გახდება.

"მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. [უკრაინა-NATO-ს] შეხვედრაზე რეფორმებთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე შევთანხმდებით. ჩვენ ვაგრძელებთ კიევის მხარდაჭერას NATO-ში გაწევრიანების გზაზე", - ამბობს სტოლტენბერგი.   

ამასთან, NATO-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები და ფინეთი უკრაინას მეტ საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო მასალას უგზავნიან, რათა რუსეთის თავდასხმებისგან დაიცვან.

უკრაინამ NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის სექტემბერში შეიტანა.


close დახურვა