logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 19 რაკეტიდან 14 ჩამოვაგდეთ

08 დეკ 202314:27
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/08/05t94xnupja9mtv.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 19 რაკეტიდან უკრაინელებმა 14 ჩამოაგდეს.

"რუსული ძალების მხრიდან 19 საკრუიზო რაკეტა იყო გაშვებული. კარგი შედეგი გვაქვს. საჰაერო თავდაცვის ძალების დამსახურებით, 14 რაკეტა განადგურდა", - ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი.

ამასთან, იგნატი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა ძალებმა რაკეტები კიევისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში ჩამოაგდეს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა