logo
ENG



ისრაელის თავდაცვის ძალებმა 2 მძევალი გაათავისუფლეს

12 თებ 202410:33
3 წუთის საკითხავი
clock 250
2024/02/12/fd0s3yyvo8fowki.jpg

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჰამასის მიერ გატაცებული 2 მძევალი გაათავისუფლეს.

სამხედროების თქმით, სპეცოპერაცია ღაზის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ რაფაჰში ჩატარდა. მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქზე ინტენსიური იერიშები მიმდინარეობდა.

გათავისუფლებული მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორივე მათგანი ისრაელის ტერიტორიაზე, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ამასთან, თეთრი სახლი მოუწოდებს ისრაელს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის სანდო გეგმის არსებობის გარეშე რაფაჰში ოპერაცია არ დაიწყოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი 45 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

23 ნოემბერს, ისრაელსა და ჰამასს შორის დროებითი სამშვიდობო ხელშეკრულება ამოქმედდა. რამდენიმე დღით ადრე, ეგვიპტე და კატარი ცდილობდნენ სამშვიდობო პაუზის ორი დღით გახანგრძლივებას, რათა მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესის გაგრძელება შესაძლებელი ყოფილიყო.

მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით გასროლით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა სამშვიდობო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაუზა დაარღვია.


close დახურვა