logo
ENG



"[მისი] უგუნური განცხადებები მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება" - მიშელი ტრამპზე

12 თებ 202412:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/12/cc116bszf0y6q7k.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომელიც NATO-ს წევრებს რუსეთის აგრესიის წაქეზებით დაემუქრა, თუ ისინი სამხედრო ხარჯებს არ გაზრდიან.  

ტრამპის თქმით, ერთ–ერთი ქვეყნის ლიდერს მან უთხრა, რომ წააქეზებდა რუსეთს, გაეკეთებინა ნებისმიერი რამ, თუკი ისინი არ გადაიხდიდნენ. 

შარლ მიშელმა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დონალდ ტრამპის უგუნური განცხადებები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინტერესებს ემსახურება.

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის სიტყვები ყველას უსაფრთხოებას ანადგურებს. ტრამპის განცხადებას თეთრ სახლშიც გამოეხმაურნენ და ის შოკისმომგვრელად შეაფასეს.


close დახურვა