logo
ENG



განცი: ისრაელი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას გააფართოებს, თუ ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს

19 თებ 202411:37
3 წუთის საკითხავი
clock 356
2024/02/19/0g050kdqi6j1mqw.jpg

ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრის, ბენი განცის განცხადებით, ისრალი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას გააფართოებს, თუ ჰამასი მძევლებს არ გაათავისუფლებს.

"ისრაელი ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში სამხედრო ოპერაცის გააფართოებს, თუ ჰამასი ისრაელიდან გატაცებულ ყველა მძევალს არ გაათავისუფლებს. დრო ტერორისტულ დაჯგუფებას 10 მარტამდე აქვს", - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ისრაელი თავდასხმებს კოორდინირებულად დაიწყებს და ამერიკელ და ეგვიპტელ პარტნიორებთან ერთად ეცდება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელოს, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ მსხვერპლის რაოდენობა.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა