logo
ENG



პროექტი: პუტინმა რეპრესიების მასშტაბით სსრკ-ს ყველა გენერალურ მდივანს აჯობა, სტალინის გარდა

22 თებ 202416:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/22/313lok51rzmsdrt.jpg

გამოცემა "პროექტმა" მასშტაბური კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც 2018-2023 წლების ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეები გააანალიზა. "პროექტის" ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რეპრესიების მასშტაბის თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინმა "დიდი ხანია აჯობა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა გენერალურ მდივანს, გარდა ერთისა - იოსებ სტალინისა".

გამოცემა წერს, რომ ექვსი წლის განმავლობაში, პირდაპირ რეპრესიებში 116 ათასი მოყვა, მათგან 11 42 ადამიანს სისხლის სამართლის მუხლებით დევნიდნენ, ხოლო 105 ათასი ადმინისტრაციული წესით - ძირითადად გამონათქვამებისა და მიტინგებში მონაწილეობის გამო.

კვლევის ავტორებმა მიღებული მონაცემები სსრკ-ს წლების სტატისტიკას შეადარეს. ჟურნალისტებმა დათვალეს, რომ რუსეთში პუტინის დროს "ექსტრემიზმისა" და ხელისუფლების კრიტიკის გამო უფრო მეტი ადამიანი გაასამართლეს, ვიდრე "ანტისაბჭოურობისთვის" ნიკიტა ხრუშჩოვისა და ლეონიდ ბრეჟნევის დროს. 2018-2023 წლებში სასამართლოებში 5613 ადამიანის წინააღმდეგ შევიდა საქმეები, რომლებიც ბრალდებულნი არიან იმ მუხლებით, რომლებსაც უფლებადამცველები რეპრესიულად მიიჩნევენ (ექსტრემიზმი, ტერორიზმის გამართლება, "ფეიკები", არმიის "დისკრედიტაცია").

ეს ცოტა მეტია, ვიდრე 1856-1961 წლებში, როდესაც ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, 4883 ადამიანი გაასამართლეს "ანტისაბჭოური აგიტაციისა და პროპაგანდის" და "განზრახ ცრუ ფაბრიკაციების გავრცელების" ბრალდებით. მომდევნო წლების განმავლობაში, ე.წ. პერესტროიკამდე (1962 წლიდან 1985 წლამდე), რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკაში ამ მუხლებით 3234 ადამიანი გაასამართლეს.

"პროექტის" დათვლით, 2018-2023 წლებში რუსეთის სასამართლოებში 5 829 საქმე შევიდა, რომლებიც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მუხლებით აღიძრა (ჯაშუშობა, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება, უცხოურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და სხვა), ასევე უკრაინის ომში მონაწილეობაზე უარის თქმის მუხლებით.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, როგორც "სააგენტო" ("პროექტის" საიდპროექტი წერს) აღნიშნავს, რუსეთში უფრო მეტი ადამიანი გაასამართლეს სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისა და ჯაშუშობის მუხლით, ვიდრე ცივი ომის დროს. 2018-დან 2023 წლამდე ჯაშუშობაში ბრალდებული იყო 39 ადამიანი, საშუალოდ წელიწადში ექვსზე ოდნავ მეტი ადამიანი. უფრო მეტიც, 1967-1974 წლებში საბჭოთა სასამართლოებში წელიწადში არაუმეტეს ორი ადამიანისთვის გამოჰქონდათ სასჯელი. ექვსი წლის განმავლობაში, რუსეთში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის 329 ადამიანი გაასამართლეს, საშუალოდ 54 ადამიანი წელიწადში, ხოლო საბჭოთა რუსეთში 1967 წლიდან 1974 წლამდე, საშუალოდ წელიწადში ოთხ ადამიანს ასამართლებდნენ.


close დახურვა