logo
ENG



რუსული დრონის გამო ანალენა ბერბოკს მიკოლაევში ვიზიტის დროზე ადრე შეწყვეტა მოუწია

26 თებ 202409:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/26/5mjz2etdshn9tig.jpg

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს რუსული დრონის გამო სამხრეთ უკრაინაში ვიზიტის დროზე ადრე შეწყვეტა მოუწია.

ბერბოკი მიკოლაევში წყალსადენის ობიექტის სანახავად იყო ჩასული, როდესაც რუსული ჯაშუში დრონი შენიშნეს, მინისტრსა და დელეგაციის წევრებს კი ჯავშანტექნიკის კოლონისკენ დაბრუნებისკენ მოუწოდეს.

ბერბოკმა ქალაქი დაათვალიერა. მან განაცხადა, რომ "რუსეთის პრეზიდენტის ტერორი დაფუძნებულია გამოფიტვაზე" და ის იმედოვნებს, რომ "ამ ომის საშინელება საბოლოოდ უკან დაახევინებს ხალხს აქ და საერთაშორისო საზოგადოებაში, მაგრამ ეს არასდროს მოხდება".

გარდა ამისა, ვიზიტის დროს, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მიმართ ჰუმანიტარულ დახმარებას გაზრდის. ახლახან ბერლინმა 100 000 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო, რომელიც წყლის ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოებისა და საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქციას მოხმარდება.


close დახურვა