უკრაინის მე-3 თავდამსხმელი ბრიგადის ცნობით, დონეცკის ერთ-ერთ ოლქიდან, კრასნოჰოროვკიდან ოკუპანტები გადევნეს და მასზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ ბრიგადა ინფორმაციას ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
როგორც ისინი იტყობინებიან, რუსი სამხედროები ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გუშინ შევიდნენ. დღეს კი უკრაინის ბრიგადამ ქალაქის მტრისგან გასაწმენდად საბრძოლო ოპერაცია ჩაატარა.
უკრაინის სამხედროების განცხადებით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ოკუპანტებს დიდი ზიანი მიაყენეს და დაახლოებით 100 რუსი სამხედრო მოკლეს და დაჭრეს.
"რუსებმა უარი თქვეს დანებებაზე და მათ მიერ დაკავებულ სახლებში მოკვდნენ. კრასნკოჰორივკა ამჟამად უკრაინის ჯარების კონტროლის ქვეშაა", - წერს ბრიგადა.