logo
ENG



3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა

02 მარ 202415:30
3 წუთის საკითხავი
clock 568
2024/03/02/77zp8wqvlczfei4.jpg

3 მარტი ოდესის ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.

"რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, ხვალ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა", - აცხადებს კიპერი.

ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ბოლო ინფორმაციით, რუსული ძალების მხრიდან ოდესაზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორისაა 3 წლის ბავშვი. 

გუშინ ღამით რუსულმა საოკუპაციო არმიამ უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ამასთან, დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

ოდესაში მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ის დასავლელ პარტინორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინელების სიცოცხლეს გადაარჩენს.


close დახურვა