logo
ENG



EU-მა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა

12 მარ 202420:36
3 წუთის საკითხავი
clock 282
2024/03/12/ff3n5eca5xm1vng.jpg

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"დღეს ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვაზე ან საფრთხეზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები.

სანქციები გაგრძელდება 2100-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და ერთეულზე, რომელთაგან ბევრი მიმართულია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე გაუმართლებელი და არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ", -  ნათქვამია განცხადებაში.

23 თებერვალს, უკრაინაში შეჭრიდან 2 წლის თავზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტი მიიღო. სანქცირებულთა სიაში 106 ფიზიკური პირი და 88 კომპანია მოხვდა, მათ შორის, სერბეთიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, ინდოეთიდან და და ტაილანდიდან.  

სანქციები ძირითადად სამხედრო და თავდაცვით სექტორებსა და მათთან დაკავშირებული ინდივიდებს შეეხოთ. მათ შორის მოხვდნენ ისინიც, ვინც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე არიან პასუხისმგებლები. 


close დახურვა