logo
ENG



ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ოდესაში ვიზიტი რუსეთისგან თავდასხმის საფრთხის გამო გააუქმა

17 მარ 202413:14
3 წუთის საკითხავი
clock 293
2024/03/17/gjhan7zft29a7be.jpg

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაფსმა ოდესაში ვიზიტი რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო გააუქმა. ამის შესახებ გამოცემა The Sunday Times წერს.

"გრანტ შაფსი იძულებული გახდა, ოდესაში ვიზიტი გაეუქმებინა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სარაკეტო იერიშის საფრთხის გამო.

ბრიტანეთის დაზვერვამ თავდაცვის მინისტრი გააფრთხილა, რომ რუსებმა მისი მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ იცოდნენ", - წერს გამოცემა.

მანამდე, 7 მარტს, უკრაინაში საბერძნეთის პრემიერმინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი იმყოფებოდა. ოდესაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტის დროს რუსული რაკეტა მათი ადგილმდებარეობიდან, სულ რაღაც, 500 მეტრში ჩამოვარდა.


close დახურვა