logo
ENG



შოლცის თქმით, პუტინთან 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ უსაუბრია

28 მარ 202417:06
3 წუთის საკითხავი
clock 249
2024/03/28/rcbbbrckf03cw3o.jpg

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან 2022 წლის დეკემბრის შემდეგ არ უსაუბრია.

"ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში იყო, მანამდე უფრო ხშირად ვსაუბრობდით", - თქვა შოლცმა ინტერვიუს დროს.

კანცლერის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოლაპარაკებების წარმოება სცადეს, თუმცა მოსკოვი სერიოზულად განწყობილი არ იყო.

"მოლაპარაკებები ჩავარდა, რადგან რუსეთმა ისინი მხოლოდ საბაბად გამოიყენა თავისი ჯარების აღმოსავლეთში გადასატანად დიდი შეტევისთვის", - თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა, რომელსაც ხშირად აკრიტიკებდნენ იმისა გამო, რომ უკრაინისთვის შორი მანძილის რაკეტების გადაცემაზე უარს ამბობდა, განაცხადა, რომ ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებენ:

"ამავდროულად, გერმანია უკრაინას ყველაზე მეტად უჭერს მხარს იარაღითა და საბრძოლო მასალებით, ვიდრე ევროპის ნებისმიერი სხვა ქვეყანა. მხოლოდ ამაზე 28 მილიარდ ევროზე მეტს ვხარჯავთ. უფრო მეტს, ვიდრე ბევრი სხვა ქვეყანა ერთად".

შოლცის თქმით, ომის დამთავრების ძალა პუტინის ხელშია: "ნება მომეცით ერთი რამ მკაფიოდ განვაცხადო: მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. პუტინმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს თავისი ბარბაროსული კამპანია და გაიყვანოს თავისი ჯარები".


close დახურვა