logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 ჩამოვაგდეთ

02 აპრ 202410:35
3 წუთის საკითხავი
clock 210
2024/04/02/7sxubgs6vkccd6i.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 10 დრონიდან 9 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსულმა ჯარებმა უკრაინის მასშტაბით 10 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, აქედან 9 ჩამოვაგდეთ.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა უპილოტო საფრენი აპარატები დნეპრის, ნიკოპოლის, პავლოგრადის რეგიონებში ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა