logo
ENG



რუსებმა ხარკივის სავაჭრო ცენტრზე იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4, დაშავდა 40 ადამიანი

25 მაი 202423:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/25/k9s2jkycxqzl8pc.jpeg

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა. ინფორმაციას ქალის მერი, იგორ ტერეხოვი ავრცელებს.

ტერეხოვის ცნობით, რაკეტა სამშენებლო ჰიპერმარკეტს მოხვდა. ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა დგინდება და რიცხვი შესაძლოა შეიცვალოს.

სარაკეტო იერიშის შედეგად სავაჭრო ცენტრის შენობა სერიოზულად დაზიანდა, ხოლო ადამიანების გარკვეული ნაწილი დაკარგულად მიიჩნევა, რადგან ისინი ნანგრევებში არიან მოყოლილი.

იერიშის შედეგად ასევე გაჩნდა ხანძარი.


close დახურვა