logo
ENG



კრემლის თქმით, მაკრონი უკრაინის ომში პირდაპირი მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს

07 ივნ 202415:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/07/equdod3uo5bo6h3.jpg

კრემლი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს უკრაინის ომში "პირდაპირ კონფლიქტში" მონაწილეობის მზადყოფნაში ადანაშაულებს.

"პრეზიდენტი მაკრონი გამოხატავს აბსოლუტურ მხარდაჭერას კიევის რეჟიმის მიმართ და აცხადებს საფრანგეთის რესპუბლიკის მზადყოფნას პირდაპირი მონაწილეობა მიიღოს სამხედრო კონფლიქტში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს განცხადებები არის ძალიან, ძალიან პროვოკაციული, აძლიერებს დაძაბულობას კონტინენტზე და არ იწვევს რაიმე პოზიტიურს", - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

პარიზში პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინას Mirage-2000-5-ის გამანადგურებლებს გადასცემს და უკრაინელ მფრინავებს გადაამზადებს.

"ეს საშუალებას მისცემს უკრაინას დაიცვას საკუთარი ტერიტორია და საჰაერო სივრცე", - უთხრა მან ფრანგულ მედიას.

მაკრონის თქმით, საფრანგეთი ასევე მიიღებს მონაწილეობას 4500 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადების პროგრამაში, მაგრამ "ჩვენ არ ვსაუბრობთ ჯარისკაცების მომზადებაზე საბრძოლო ზონაში", ასე რომ ეს "ესკალაციას არ ნიშნავს".

მაკრონი და ზელენსკი დღეს მოლაპარაკებებს პარიზში გამართავს. მოსალოდნელია, რომ ისინი ორ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, რომელიც ითვალისწინებს კრედიტებისა და გრანტების სახით უკრაინისთვის 650 მილიონი ევროს გადაცემას, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კერძოდ ენერგეტიკული ობიექტების მხარდაჭერას მოხმარდება.


close დახურვა