logo
ENG



Reuters: რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა შვედეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

15 ივნ 202416:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/15/6xjevsjnkvbpgz5.jpg

Reuters შვედეთის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის სამხედრო ბომბდამშენმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია, თუმცა ის გამანადგურებლებმა გადაიტაცეს.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა საჰაერო სივრცის დარღვევას მიუღებელი უწოდა და თქვა, რომ სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს ოფიციალურ პირებს ამ ინციდენტთან დაკავშირებით მის სამინისტროში გამოიძახებენ.

ინციდენტი დაახლოებით სამ თვეში მოხდა მას მერე, რაც შვედეთმა თავის მრავალწლიან ნეიტრალიტეტზე უარი განაცხადა და ნატოს წევრი გახდა.

დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაური, იონას ვიკმანი იტყობინება, რომ რუსულ სუ-24-თან შესახვედრად Gripen-ის (შვედური წარმოების საბრძოლო თვითმფრინავი) ტიპის ორი გამანადგურებელი გააგზავენს, რადგან დამრღვევმა რადიოგაფრთხილებაზე არ უპასუხა.

ინციდენტი გოტლანდის კუნძულის არეალში მოხდა.

რუსეთის სამხედრო უწყებას მომხდარის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.

 

close დახურვა