logo
ENG



უკრაინის ხელისუფლებამ დონეცკის ოლქის სამი ქალაქის მაცხოვრებლების ევაკუაცია მოითხოვა

19 აგვ 202413:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/wr7crv92zhjdhy6.jpg

უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ტელეგრამ არხზე დაწერა, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში (დსრ) მდებარე სამი ქალაქის, მირნოგრადის, სელიდოვოსა და პოკროვსკის მაცხოვრებლები ევაკუაციას საჭიროებენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, პოკროვსკის მიმართულებით რთული ვითარებაა შექმნილი - ქალაქს რუსული არმია უახლოვდება.

"მივმართავ ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე დასახლებების მოსახლეობას. უპირველეს ყოვლისა, ესენია: პოკროვსკი, მირნოგრადი, სელიდოვო. გთხოვთ ევაკუაციას. თუ თქვენ არ ხართ ჩართული დასახლებული ტერიტორიების დაცვაში, მაშინ უსაფრთხო რეგიონებში უნდა წახვიდეთ", - წერს ვერეშჩუკი.

აგვისტოს დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის არმიისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული სიტუაცია სწორედ პოკროვსკის მიმართულებით ვითარდებოდა.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანახმად, პოკროვსკის მცხოვრებთა ნახევარზე მეტი ქალაქს დამოუკიდებლად, თავისი ტრანსპორტით ტოვებს, თუმცა, სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ ყოველდღიურად სულ ცოტა 1000 ადამიანის ევაკუაცია უზრუნველყოს.

 

 

 

 

 


close დახურვა