logo
ENG



უკრაინის გამარჯვების გეგმა

27 სექ 202420:09
3 წუთის საკითხავი
 

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის გამარჯვების გეგმას ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის შემდეგ დონალდ ტრამპს აცნობს. შეხვედრა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, ამ წუთებში ნიუ იორკში ტრამპ-ტაუერში მიმდინარეობს. მოლაპარაკებების დაწყებამდე რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა, რომ უკრაინა ახლა ჯოჯოხეთს გადის და ეს საშინელება უნდა დამთავრდეს. მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრები თეთრ სახლში გამართა და ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ცალ-ცალკე შეხვდა.


close დახურვა