logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონს შეხვდა

10 ოქტ 202418:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/10/i4ekr0pxcdcm64w.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პარიზში ევროპული ტურის ფარგლებში, ელისეის სასახლეში შეხვდა. 

მანამდე, ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ის პრემიერმინისტრ კირ სტრამერსა და NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტეს ​შეხვდა, სადაც რუსული ძალების დამარცხების შესახებ თავისი გეგმა წარადგინა.

ეს ზელენსკის მეხუთე ვიზიტია პარიზში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

close დახურვა