logo
ENG



ლიბანში ისრაელის ავიადარტყმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

15 ოქტ 202412:45
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/15/oxm9urjeh4626sb.gif

Al Jazeera-ს ცნობითლიბანის ჩრდილოეთში მდებარე სოფელ აიტუზე ისრაელის ავიადარტყმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ადგილობრივი ოფისის ინფორმაციით, ავიადარტყმის შედეგად დანგრეულ სახლს საომარი მოქმედებების გამო ქვეყნის სამხრეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს.

აიტუ, სადაც ძირითადად ქრისტიანები ცხოვრობენ, დედაქალაქ ბეირუთიდან და სხვა რაიონებიდან, სადაც ისრაელის არმია ჰეზბოლას პოზიციებს უტევს, შორსაა. 

ისრაელს ავიადარტყმის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

 

 

 

 

 


close დახურვა