logo
ENG



ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის ძალებმა ჰეზბოლას ბაზებზე თანამედროვე რუსული იარაღი აღმოაჩინა

17 ოქტ 202408:21
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/17/qtd412dsomprdyo.jpg

ისრაელის პრემიერმინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ბაზების ძებნისას თანამედროვე რუსული იარაღი იპოვა. ნეთანიაჰუმ ეს ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან საუბრისას თქვა.

ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის რეზოლუციით, მხოლოდ ლიბანის არმიას ჰქონდა უფლება, ჰქონოდა იარაღი ქვეყნის მთავარი მდინარის, ლიტანის სამხრეთით.

"თუმცა, ამ ტერიტორიაზე ჰეზბოლამ ასობით გვირაბი და ფარული საცავი გათხარა, სადაც ჩვენ ახლახან ვიპოვეთ თანამედროვე რუსული იარაღის რაოდენობა"- თქვა ნეთანიაჰუმ ინტერვიუში.

ნეთანიაჰუ ასევე აღნიშნავს, რომ "ლიბანში ახალი სამოქალაქო ომი ტრაგედია იქნებოდა". "რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ არის პროვოცირება. ისრაელი არ აპირებს ლიბანის შიდა საქმეებში ჩარევას...ჩვენი ერთადერთი მიზანია, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ლიბანის საზღვართან ცხოვრობენ, მივცეთ საშუალება, სახლში დაბრუნდნენ და თავი დაცულად იგრძნონ"- თქვა ნეთანიაჰუმ.


close დახურვა