გერმანია უკრაინას დახმარების სახით დამატებით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს.
კიევში ვიზიტით მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთარი ახლოვდება და ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო, უკრაინას ახლა დახმარება სჭირდება.
ბერბოკის ცნობით, აღნიშნული თანხა ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება.
ასევე, მოხმარდება იმას, რომ "უკრაინელები უზრუნველყოფილი იყვნენ პირველადი აუცილებლობის ნივთებით, ისეთებით, როგორიცაა საბნები, ზამთრის თბილი ტანსაცმელი ცივი ტემპერატურისგან თავის დასაცავად".
უკრაინაში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი 4 ნოემბერს ჩავიდა.