logo
ENG



ბეირუთზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ჰეზბოლას პრესსპიკერი დაიღუპა

17 ნოე 202419:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/17/a4sost7eul1g5n9.jpg

Reuters-ის ცნობითბეირუთის ცენტრში ისრაელის მიერ განხორციელებულ იერიშს ჰეზბოლას მთავარი პრესმდივანი, მუჰამედ აფიფი ემსხვერპლა. 

ჰეზბოლას წარმომადგენელი ამბობს, რომ აფიფი ჰეზბოლას მედიასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი იყო და იგი ბეირუთის ცენტრში მდებარე არაბთა სოციალისტური ბაათის პარტიის შტაბ-ბინაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

აფიფი სექტემბერში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საჯაროდ ხშირად ჩანდა.


close დახურვა