logo
ENG



თბილისი ენერჯი: გაზის მიწოდება დაიწყო, არ დატოვოთ ონკანები ღია მდგომარეობაში

10 თებ 202512:52
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/10/dpu5e6k276ipl89.jpg

თბილისი ენერჯიში ამბობენ, რომ გაზმომარაგების ეტაპობრივად აღდგენა დაიწყო. ხვალ, დღის ბოლომდე სრულად ჩაირთვება 150 000 აბონენტი.

მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ იყვნენ ფრთხილად და გადაკეტონ გაზის დანადგარები.

"ქსელში გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად დაიწყო. აღნიშნული პროცესი საჭიროებს დიდ ყურადღებას!
გთხოვთ, შეამოწმოთ გაზის ონკანები და არ დატოვოთ ისინი ღია მდგომარეობაში. ხვალ, დღის ბოლომდე სრულად ჩაირთვება 150 000 აბონენტი"- წერია განცხადებაში

გუშინ, გვიან ღამით, 500 მმ-იანი ცენტრალური გაზსადენი დაუდგენელი მიზეზის გამო დაზიანდა. ცენტრალური გაზსადენის დაზიანების გამო, თბილისში ვაკის და საბურთალოს რაიონებში გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა 150 000 -მდე აბონენტს.


close დახურვა