logo
ENG



აქციაზე დაკავებული ლევან გოგიჩაიშვილი თავისუფალია

11 თებ 202500:27
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/11/6qofwo4ja8ygkwr.jpg

პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი თავისუფალია. 

ის პოლიციამ 10 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ძალის გამოყენებით დააკავა. 

10 თებერვალს, მოქალაქეები გზის გადაკეტავს ცდილობდნენ, პოლიცია კი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალების დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული.

პოლიციის მხრიდან წინააღმდეგობის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი პროტესტის 75-ე დღესაც გადაკეტეს. 


close დახურვა