logo
ENG



მაკრონი მოუწოდებს ევროპას, გაზარდოს თავდაცვაზე დანახარჯები, გახდეს მშპ-ს 3%-ზე მეტი

03 მარ 202515:20
3 წუთის საკითხავი
 
2025/03/03/mth0a400rov1uek.png

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტი უნდა გაზარდონ.

ის მოუწოდებს ევროპულ ქვეყნებს, თავდაცვის დანახარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ზე მეტი გახადონ. 

ეს განცხადება მან ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან საუბრისას გააკეთა, ლონდონში გამართული სამიტის შემდეგ. 

"ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსები თავიანთი მშპ-ის ათ პროცენტს ხარჯავენ თავდაცვაზე. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ მომავლისთვის, დავისახოთ მიზანი, დაახლოებით სამი ან 3.5%", - ამბობს ემანუელ მაკრონი. 

POLITICO წერს, რომ ამჟამად საფრანგეთი ყოველწლიურად სამხედრო დანახარჯებზე მშპ-ის 2.1%-ს ხარჯავს, რაც სულ ცოტათი აღემატება NATO-ს 2%-ს, დონეს, რომელსაც პარიზმა მხოლოდ გასულ წელს მიაღწია.

2 მარტს ევროპელი ლიდერების სამიტი გაიმართა, რომლის მასპინძელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი იყო. შეხვედრას ევროპული სახელმწიფოების 13 პრემიერი და 2 პრეზიდენტი დაესწრო. სამიტზე ისაუბრეს უკრაინაში ომის დასრულებაზე და განახილეს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების გზები.

სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა  4 მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაასახელა - რაზე შეთანხმდნენ ლიდერები 


close დახურვა