logo
ENG



რუსეთმა უკრაინას 55 დრონით შეუტია – 43 მათგანი ჩამოგდებულია

13 აპრ 202512:39
3 წუთის საკითხავი
 
2025/04/13/tw8khnxn1djy1dw.png

ღამით რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართულებით 55 იერიშის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) იქნა გაშვებული. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მათგან 43 დრონის ჩამოგდება მოხერხდა, ხოლო 12 "ლოკალურად დაიკარგა".

დრონები რუსეთის ქალაქებიდან – ოროლიდან, კურსკიდან და პრიმორსკო-ახტარსკიდან – გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ჩამოგდებული დრონები Shahed-ის ტიპის იყო და ისინი ქვეყნის ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის არ ვრცელდება კონკრეტული ინფორმაცია იმაზე, თუ დაზიანდა თუ არა რაიმე რეგიონი თავდასხმის შედეგად.

საჰაერო ძალებმა თავდაპირველად გაავრცელეს ინფორმაცია 43 დრონის შესახებ, თუმცა მოგვიანებით დააზუსტეს, რომ სულ 55 დრონი იყო გაშვებული.


close დახურვა