logo
ENG



12 სენატორი ტრამპს მოუწოდებს, პუტინთან რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება გააუქმოს

14 ოქტ 202611:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/14/h10cvxt000evxzx.png

აშშ-ის 12-მა სენატორმა, ექვსმა დემოკრატმა და ექვსმა რესპუბლიკელმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს ვლადიმერ პუტინთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც აშშ-ში რუსული დიზელის იმპორტს ითვალისწინებს.

13 ოქტომბერს გამოქვეყნებულ წერილში სენატორები აცხადებენ, რომ შეთანხმება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად დამატებით რესურსს მისცემს.

„რუსული დიზელისთვის სანქციების მოხსნა ტირან პუტინს მისი სამხედრო მანქანის დაფინანსების დამატებით წყაროს მისცემს და უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაზე სასტიკი თავდასხმების გაგრძელების საშუალებას მისცემს“, - ნათქვამია წერილში.

სენატორების შეფასებით, ეს შეთანხმება რუსეთისთვის „საჩუქარია“, მოკავშირეებისთვის კი - „ღალატი“, რის გამოც ისინი მის გაუქმებას მოითხოვენ.

9 ოქტომბერს ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას რუსული დიზელის აშშ-სა და საერთაშორისო ბაზრებისთვის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული დიზელის ექსპორტთან დაკავშირებული სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეაჩერა.


close დახურვა