logo
ENG



ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: არ შევურეთდებით ტრამპის "მშვიდობის საბჭოს"

20 იან 202621:13
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/20/s57e76yqwzgozci.jpg

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეას მოტცფელდტ კრავიკმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ შეუერთდება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს“.

მან აღნიშნა, რომ ნორვეგია ვერ მიიღებს მონაწილეობას ინიციატივაში, რომელიც ძირს უთხრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებსა და საფუძვლებს.

კრავიკის თქმით, ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ ინიციატივაში ნორვეგიის მონაწილეობა, მისი ამჟამინდელი ფორმით, შეუფერებელი იქნებოდა.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით იმ ინსტიტუტის ნაწილი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს გაეროს როლს და არსებულ საერთაშორისო სამართალს. ეს სრულიად შეუძლებელი იქნებოდა ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ევროპული სახელმწიფოების დიდი უმრავლესობისთვის, ისევე როგორც ბევრი სხვასთვის, ვისთვისაც გაერო და საერთაშორისო სამართალი მათი საგარეო პოლიტიკის ხერხემალია", - თქვა მან.

გუშინ საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უარი თქვა ტრამპის მიწვევაზე მის მიერ დაფუძნებულ „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების შესახებ.

ამასთან, ცნობილია, რომ ტრამპი იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც მის მიერ დაარსებულ საბჭოში მუდმივი ადგილის მოპოვება სურთ, 1 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს.


close დახურვა