რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის მარია ზახაროვა ამბობს, რომ საქართველო-რუსეთს შორის ჯერჯერობით არ არსებობს პოლიტიკური დიალოგის განახლების წინაპირობები, თუმცა ქვეყნებს შორის "დადებით ეკონომიკურ ტენდენციებს" აღნიშნავს და აცხადებს, რომ მოსკოვი საქართველოსთან "პრაგმატული ურთიერთობის დამყარებას" ცდილობს.
ის ქართულ ოცნებას "დასავლეთის წარმოუდგენელი ზეწოლის მიუხედავად ეროვნული ინტერესების დაცვისთვისა და უკრაინისა და მოლდოვას სცენარების განხორციელებისკენ მიმავალი გზის უარყოფისთვის" აქებს.
"მათ არ სურთ რუსეთთან კავშირების გაწყვეტა გარე ძალების საამებლად, რისი წყალობითაც რესპუბლიკა აჩვენებს მშპ-ისა და მოქალაქეთა შემოსავლების რეკორდულ ზრდას... საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი ხვდება, რომ ქვეყნის კეთილდღეობის გასაღები არა დაპირისპირებაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობასა და დიალოგშია"- თქვა ზახაროვამ.

ის ამბობს, რომ თბილისში იწყებენ იმის გაცნობიერებას, რომ NATO-ში გაწევრიანებასა და ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში, სიცრუეა დაპირებები "ოქროს მთებთან" დაკავშირებით.