უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტერიტორიული საკითხების გადაჭრა შეუძლებელია მოლაპარაკებების დროს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ღიაა ნებისმიერი ფორმატის შეხვედრებისთვის, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
„ჩვენ გვსურს, რომ ამ მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე ევროპაც იყოს წარმოდგენილი, რადგან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილია როგორც ევროკავშირში გაწევრიანება, ისე „მსურველთა კოალიცია".
მაგრამ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სამმხრივი შეხვედრა. მინიმუმ, ჩვენ უნდა გვქონდეს ამა თუ იმ ფორმატში რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან კონტაქტის შესაძლებლობა. ამ ფორმატის გარეშე, ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას ტერიტორიულ საკითხებზე“, — აღნიშნა მან.
უკრაინის კვლავ ახსენა ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული „მტკივნეული საკითხები“ ომის დასრულების 20-პუნქტიან გეგმაში.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ მგონია, ეს საკითხები ვინმე სხვამ გადაჭრას, გარდა სახელმწიფოს მეთაურებისა“, — თქვა მან.
