აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა, რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინის საგანგებო რწმუნებულთან, კირილ დმიტრიევთან აშშ-ში გამართულ შეხვედრებს „პროდუქტიული და კონსტრუქციული“ უწოდა.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ფლორიდაში, რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა გამართა პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრები, როგორც აშშ-ის შუამავლობის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობას“, - დაწერა მან.
უიტკოფმა აღნიშნა, რომ აშშ-ის დელეგაციაში მასთან ერთად იყვნენ ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმი.
„ჩვენ იმედი მოგვცა ამ შეხვედრამ, რომ რუსეთი მუშაობს უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მადლიერია ტრამპის გადამწყვეტი ლიდერობისთვის მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის ძიებაში“, — დაწერა უიტკოფმა.
