logo
ENG



უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

11 თებ 202623:30
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/11/lxbnkmcqgwxgjnh.png

უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელებში მისმა თანამებრძოლებმა გაავრცელეს.

ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.

„კიდევ ერთი გმირი ძმა დაგვაკლდა სამწუხაროდ, დიდება ძმაო შენს გმირ სულს… ვუსამძიმრებ პირველ რიგში ოჯახს, ახლობლებს, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს გმირი ბიჭის გარდაცვალებას. გისამძიმრებთ ბიჭებო ჩვენი ძმის გარდაცვალებას. მებრძოლი ბრძოლაში კვდება, ბრძოლაში სიკვდილი კი ჩვენთვის პატივია… ჩვენი გზა გვაქვს და ამ გზას ბევრი ვერ გაიგებს“, – წერს ქაჯაია.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია უკრაინაში 2022 წლის თებერვალში დაიწყო და მას შემდეგ არაერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა ომს.


close დახურვა