logo
ENG



მედია: ისრაელმა ასამბლეის შენობას მაშინ დაარტყა, როცა ახალი ლიდერის ასარჩევად იკრიბებოდნენ

03 მარ 202618:40
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/03/vgbulkda6dcbwym.jpg

Reuters ირანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ექსპერტთა ასამბლეის შენობას დაარტყეს.

როგორც Fox News ისრაელის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, ისრაელის ძალებმა ექსპერტთა შენობაზე იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც ასამბლეის წევრები ახალი უზენაესი ლიდერის ასარჩევად ხმის მისაცემად იკრიბებოდნენ.

ექსპერტთა ასამბლეა დაახლოებით 90 წევრისგან შედგება და ის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევაზეა პასუხისმგებელი. ექსპერტთა ასამბლეის შენობა თეირანიდან სამხრეთით, ქალაქ ქომში მდებარეობს. 

Fox News-ის ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი მიანიშნებს, "თუ რა დონის სადაზვერვო ინფორმაცია აქვს ისრაელს ამ ომის ფარგლებში". 

Fox News წერს, რომ აშშ-მა და ისრაელმა შაბათს დილით, მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ირანის 49 უმაღლესი რანგის ლიდერი მოკლეს, რის შედეგადაც ირანის სამხედრო სტრუქტურა ლიდერების გარეშე დარჩა. 


close დახურვა