logo
ENG



ტრამპი ირანს: თუ სრუტეს დახურავთ, ქვეყანაც აღარ გექნებათ

21 ივნ 202619:04
3 წუთის საკითხავი
 
2026/06/21/9mb1nukpzg4zb49.png

შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-მა შესაძლოა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი დაამყაროს.

ტრამპმა გააფრთხილა ირანის დელეგაცია, რომელიც შვეიცარიაში მოლაპარაკებებს მართავს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, რომ შესაძლოა ქვეყანაში ვეღარც ჩავიდნენ, თუ ჰორმუზის სრუტეს დახურავენ და შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. 

"თუ სრუტეს დახურავთ, ქვეყანაც აღარ გექნებათ, თქვენ საკუთარ დაწყევლილ ქვეყანაშიც კი ვეღარ დაბრუნდებით"- თქვა ტრამპმა Fox News-სთან  სატელეფონო საუბრის დროს. 

ტრამპის თქმით, აშშ შეიძლება გახდეს სრუტის "მფარველი ანგელოზი" და მასში გამავალი ნავთობის 20% მიიღოს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ "ჰეზბოლას" ლიბანში პრობლემების შექმნის დასრულება აიძულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანს კვლავ დაარტყამს.

"ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს თავისი მაღალანაზღაურებადი პროქსი-ძალები ლიბანში, რომლებიც პრობლემებს ქმნიან, თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ირანს კვლავ ძალიან ძლიერად დავარტყამთ, ზუსტად ისე, როგორც გასულ კვირას მოვიქეცით - ოღონდ კიდევ უფრო ძლიერად", - წერს ტრამპი. 

 

 


close დახურვა