logo
ENG



მიშა მშვილდაძე: მივმართავ პოლიტპატიმრებს - 2 კვირაში თავისუფალი იქნებით, მოსამართლე ფილიშვილი კი ვერა

22 ნოე 201910:16
3 წუთის საკითხავი
 
e1vw7fdivu3s74i.jpg

მიშა მშვილდაძემ 21 ნოემბრის გადაცემა, 18 ნოემბრის აქციის მონაწილეებისთვის რადენიმედღიანი პატიმრობის შეფარდებით დაიწყო. მისი განცხადებით, თანამებრძოლების დაკავება მთავრობის სურვილის მიხედვით მოხდა.

„ქართული ოცნების" აქტივისტმა და შეთავსებით მოსამართლემ, ვალერი ფილიშვილმა 18 ივნისს დაკავებულებს სასჯელები ჩამოურიგა. თითქმის ყველას ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. მხოლოდ მჭედლიშვილის დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარი. პატიმრობაში ხალხის შენახვა რაც დაუჯდებათ, ამ ფულს გურამს ახდევინებენ. დიქტატურის დამყარებაც ჩვენი ფულით უნდათ“, - განაცხადა მიშა მშვილდაძემ.

გაცაცემის წამყვანის განცხადებით, ხუმრობა არ ყოფილა, როცა ფილიშვილს "ქართული ოცნების" აქტივისტი და შეთავსებით მოსამართლე უწოდეს, რადგან მას „ფეისბუკზე“ გაზიარებული აქვს ასეთი სტატუსი: ვამაყობ, რომ სისტემის ნაწილი ვარ! ასევე გაზიარებული აქვს "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება. 

„აი, ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო – რასაც უნდა წერს ადამიანი. ნაცების დროს რომელიმე მოსამართლე გაბედავდა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადების გაზიარებას? ყოჩაღ ვალერი! შენ ყველას დაუმტკიცე, რომ უზენაესი მოსამართლეობის ღირსეული კანდიდატი იქნებოდი. ისე რა უცნაური კანონმდებლობა გვაქვს – ბიძინას მონის დაძახება 2-კვირიანი პატიმრობით ისჯება და ბიძინას მონობა კანონიერია“,- აცხადებს მიშა მშვილდაძე თავის მონოლოგში.

წამყვანი დაკავებული აქტივისტების სასჯელის მოხდის ადგილმდებარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დეცენტრალიზაციაზეც ზრუნავს.

„ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დეცენტრალიზაციაზეც ზრუნავს. თბილისი რომ აღარ იყოს თავკომბალა ქალაქი, რეგიონებიც ხდებოდეს რამე. მაგალითად, 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორში მოიხდიან. გორის გარდა, პოლიტპატიმრები გადაანაწილეს მარნეულის, მცხეთისა და რუსთავის იზოლატორებში. ყველა სოფელს 5 მილიონს რომ პირდებოდა "ოცნება," ეგ დაპირება ვერ შესრულდა, მაგრამ სამაგიეროდ, ყველა სოფელსა და ქალაქს თითო პოლიტპატიმარი! ეგ შეგვიძლია. 

სასამართლო პროცესები გრძელდება. ჰოდა, ახლებს ვისაც შეუფარდებთ პატიმრობას, რამდენიმე ქუთაისშიც გაუშვით. პარლამენტი კი წამოვიღეთ ქუთაისიდან, მაგრამ სამაგიეროდ, აჰა 3 პოლიტპატიმარი თქვენ. მინდა მივმართო პოლიტპატიმრებს – გული არ გაიტეხოთ ძმებო! 1-2 კვირაში თქვენ თავისუფალი იქნებით. მოსამართლე ფილიშვილი კი 2 კვირის შემდეგაც ვერა“, - აცხადებს მიშა მშვილდაძე.

მშვილდაძე თავის მონოლოგში „ოცნების“ ყოფილი წევრის მარიამ ჯაშის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი ამბობს, რომ "ნეტავ, ხალხისთვის პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პირობა არ მიგვეცაო."

„ნეტავ ხალხი არ გადაგვეგდო კი არა, ნეტავ პირობა არ მიგვეცაო. ნუ, მორალური თვალსაზრისით, ბიძინაზე ოდნავ წინ არის მარიამ ჯაში. გადაგდებას პირობის არ მიცემა სჯობს. ეს მცირე მორალური განსხვავება საკმარისი აღმოჩნდა, რომ მარიამ ჯაშს უმრავლესობა დაეტოვებინა“,- აცხადებს მშვილდაძე.

გადაცემის წამყვანი მიშა მშვილდაძე სხვა უმრავლესობის დეპუტატების მიერ თანამდებობის დატოვებასაც ეხმიანება და ამბობს, რომ პარლამენტში "კაი-კაი ვაკანსიები გაიჩითა“. პარლამენტში.

გადაცემის სტუმარმა დავით აქუბარდიამ და მიშა მშვილდაძემ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მიმოიხილეს.

„ეს რაც ბიძინას და „ქართულ ოცნებას“ მოუვიდა არ ვიცი. იმარხებიან აი როგორ იცი? გადაასწორებს მერე ბულდოზერი ამათ მთელ ისტორიას“, - განაცხადა დავით აქუბარდიამ.

დავით აქუბარდიამ მოსამართლეებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა "სანაგვეზე უნდა იყოს".

"ისინი უნდა გავპარსოთ, „ოდეკოლონი“ დავასხათ, ჩავსვათ ნაგვის ურნაში და გავუშვათ სადმე. კალაძეც ურნაში უნდა იყოს“, - განაცხადა აქუბარდიამ გადაცემაში სტუმრობისას.

 


close დახურვა