უკრაინის სასამართლომ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პაველ შერემეტის საქმეზე სასამართლოს წინაშე 5 დაკავებული წარდგა. სახელმწიფო ბრალმდებელმა მკვლელობის ორგანიზატორად დონბასის ომის ვეტერანი ანდრეი ანტონენკო და ბავშვთა ექიმი იულია კუზმენკო დაასახელა. ისინი წინასწარ პატიმრობაში 2020 წლის 8 თებერვლამდე დარჩებიან. ერთ-ერთ დაკავებულს სასამართლომ შინაპატიმრობა მიუსაჯა. უკრაინის შინაგან საქმეთა უწყებამ საქმეზე დამატებითი დეტალები გაასაჯაროვა. ავაკოვის უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძოიებას აქვს ინფრომაცია პაველ შერემეტის მკვლელობის დამკვეთების შესახებ, თუმცა კონკრეტულ პირებს ჯერ არ ასახელებენ.
უკრაინის სასამართლომ ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
14 დეკ 201912:57
3 წუთის საკითხავი
