![2fhwv2vd4hj0svt.jpg](/uploads_script3/news/2fhwv2vd4hj0svt.jpg)
ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ლაგოდეხში რეგისტრირებული 4229 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 2041 (48,3%) მივიდა.
ადიგენში კი რეგისტრირებული 1466 ამომრჩევლიდან ხმა მისცა 737-მა (50,3%), ხოლო მარტვილში 1103 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 508-მ (46,1%) მისცა ხმა.
27 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.
არჩევნები ტარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც, საერთო ჯამში, 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.