logo
ENG



17 საათის მონაცემებით, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე აქტივობა 50%-მდეა

27 ოქტ 201918:19
3 წუთის საკითხავი
 
2fhwv2vd4hj0svt.jpg

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 17 საათის მონაცემებით, ლაგოდეხში რეგისტრირებული 4229 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 2041 (48,3%) მივიდა. 

ადიგენში კი რეგისტრირებული 1466 ამომრჩევლიდან  ხმა მისცა 737-მა (50,3%), ხოლო მარტვილში  1103 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 508-მ (46,1%) მისცა ხმა. 

27 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

არჩევნები ტარდება 7 საარჩევნო უბანზე, სადაც, საერთო ჯამში, 6 798 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნებში სამი საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი 5 კანდიდატი მონაწილეობს.


close დახურვა