logo
ENG



20 ლარი ფიზიკურ პირს, 500 იურიდიულს - შეცვლილი ჯარიმები პირბადის საჯარო სივრცეში გამოუყენებლობაზე

12 ივნ 202013:52
3 წუთის საკითხავი
 
mc94wsbpoafol71.jpeg

საქართველოს პარლამენტმა პირბადის ტარების სავალდებულო წესთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონპროექტს მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი ყოფილა.

კანონპროექტის თანახმად, პანდემიის დროს დახურულ სივრცეში პირბადის ტარების წესის დამრღვევი ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით. 

გარდა ამისა, 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს პირბადის ტარების წესის დარღვევა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტაქსიში. 

 


close დახურვა